logo
ENG



უგულავა: ოპოზიიის სახელით მოლაპარაკებას ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია

12 ნოე 202013:39
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/16fr1mt3frdacnj.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ტყულია, თითქოს გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო მანდატის მქონე მოლაპარაკებას აწარმოებდა საერთაშორისო პარტიორებთან, რადგან მას ასეთი მანდატი არ გააჩნია:

"არანაირი მანდატი, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შესაძლოა ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან, მე ამას არ გამოვრიცხავ, რაც ხშირად აქვს თავისი სტატუსიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა... ოპოზიციის საერთო სახელით ის არ საუბრობდა, ვერ ისაუბრებდა, რადგან მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონდა და ამ ინტერვიუს შემდგომ, ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს", - ამბობს გიგი უგულავა. 

უგულავა ამბობს, რომ მსაგავსი განცხადება სასიამოვნო არაა, თუმცა არ აზიანებს ოპოზიციის ერთობას, რადგან არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია და ვაშაძისვე პარტიის უდიდესი ნაწილი მას არ ეთანხება:

"ეს ოპოზიცის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი აზრი მისია და მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100%, თავისი პარტიის 99.9%. პატივს ვცემ განსხავებულ აზრს, მომეჩვენა, რომ რაღაცნაირად ადამიანურად ნაწყენია... ვფიქრობ, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის დრო არ არის. ეს პროცესი მიდის საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ", - თქვა უგულავამა. 

გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა.

რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა. 

პირველ განცხადებაში ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა. 

განცხადებაში ის ამბობდა, რომ აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.

 


close დახურვა