logo
ENG



უგულავა: საარჩევნო მოდელს მხარს დავუჭერთ, თუ გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება

15 მაი 202023:07
3 წუთის საკითხავი
 

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, პირველად გადაცემა „პოლიტიკის ფორმულას“ ესტუმრა, სადაც ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ქმედებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საზოგადოება შიმშილის წინაშე დგას, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის მოგვარების თეორიული შანსიც არ არსებობს. 

მისივე თქმით, ოპოზიცია 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მიესალმება, თუმცა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყრის, თუ გორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება.

„კაცობრიობას სამი რამ ტანჯავდა თავისი არსებობის ისტორიაში. ესენია: ომი, ეპიდემია და შიმშილი. ჩვენ ეპიდემიის შემდეგ მეორე უბედურების წინაშე ვდგავართ და სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის მოგვარების თეორიული შანსიც არ არსებობს. 

მაღალი ალბათობით 120/30-ზე საარჩევნო მოდელი იქნება მიღებული. „ევროპული საქართველო“ ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საარჩევნო მოდელს ხმას იმ შემთხვევაში მისცემს თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე იქნება გათავისუფლებული. 

ბოლო თვეებმა დაგვანახა ის, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. ივანიშვილი და მისი ადმინისტრაციული ფულადი მიტაცებული, კანონიერი თუ უკანონო რესურსები არის აღმატებული, მაგრამ მის წინაღმდეგ იმართლებს ერთობა, პრინციპულობა და სიმართლე. ეს არის მთავარი ამოცანა. ვფიქრობ, რომ მოხდება კოორდინაცია მაჟორიტარებში. მთავარია მაჟორიტარების საშუალებით არ მიიტაცოს ხელისუფლება ივანიშვილმა.

​ჩვენ ვთავაზობთ უკომპრომისო, მაგრამ პრინციპულ და სუფთა ბრძოლას გავაგრძელებთ. არ ველი, რომ ივანიშვილისგან სუფთა პასუხი იქნება. ის ბოტები, ტროლები და უბედურებები რაც მას ახასიათებს ზღვარგადასული უტიფრობაა. იმდენად ზღვარგადასულ მატყუარებად ჩამოყალიბდნენ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის დამაჯერებლადაც ჩამოყალიბდნენ. კობახიძე ასეთად არ დაბადებულა, კობახიძე ასეთად ჩამოყალიბდა. აი ასეთ ქართულ ოცნებასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 


close დახურვა