logo
ENG



უგულავა კონტრაბანდისთვის დაკავებაზე: "ოცნების" ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია

26 ივლ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 
1mtbhuz87n6vi99.jpg

ივანიშვილ-გახარიას "ოცნება" უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, ეს "ოცნების" ხელში სისტემური დეგრადაციის ერთი მაგალითია.

"უკვე მერვე წელია "ოცნება" ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, სიგარეტზე აქციზს უკიდეგანოდ ზრდის. შედეგად მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა, მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ მწეველები, ანუ ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში გახდა მოწევა. სამაგიეროდ, მოგების მარჟა იმდენად გაიზარდა, რომ კონტრაბანდამ იმატა. გაივსო სამეგრელო კონტრაბანდული სიგარეტით. უკვე აღმოსავლეთის ბაზრებზეც მოიწევს.

დღეს წალენჯიხის "ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდისთვის დააკავეს. ეს უკვე კატასტროფაა. ამასთანავე, მთელმა სამეგრელომ იცის რომ "კრიმინალს გახარია ალაგებს" და კონტრაბანდული ფულიც მშვიდად "ოცნების" ყულაბაში ჩხრიალებს. მეისრეების დასჯა არაა საკმარისი. ივანიშვილ-გახარიას "ოცნება" უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს. ეს ამბავი ერთი მაგალითია ოცნების ხელში სისტემური დეგრადაციის. მალე ყველაფერი შეიცვლება", - წერს უგულავა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ცნობილია, ღვინჯილიას სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ედავებიან. 


close დახურვა