logo
ENG



უგულავა რურუას განაჩენზე: ეს სასამართლო არაა, ესაა ჩმორების და მონსტრების კორპორაცია

30 ივლ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

„გიორგი რურუას შესახებ განაჩენი 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც ის დააპატიმრეს“, - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, გიორგი რურუასათვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

მისი განცხადებით, საქართველოს სასამართლო არის "ჩმორების და მონსტრების კორპორაცია", რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. 

უგულავას განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ქართული ოცნების ხელისუფლება დამარცხდება და მოქმედი მოსამართლეები სასამართლოს დატოვებენ.

„ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ მოსამართლისგან მოვისმინეთ, 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის. ეს არის მონსტრების კორპორაცია. მთლიანი სასამართლო ივანიშვილმა ხელში ჩაუგდო თავის ყმას - მურუსიძეს

აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ.  ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო ცარიელი კედლებია, სადაც მოკალათებულები არიან ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. 

ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


close დახურვა