იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა.
ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაზი ჯანეზაშვილმა კი, ბიულეტენი გააუქმა.
ისინი პროცედურის კანონდარღვევით წარმართვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წარდგენილ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერენ.