logo
ENG



უკრაინამ აშშ-სგან, ნორვეგიისგან და ავსტრიისგან ნახევარი მილიარდი ევრო მიიღო

02 მაი 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/2v1qjltj3qmitub.jpg

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას მსოფლიო ბანკმა 495 მილიონი ევრო გადასცა, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თანხა ამერიკამ (463 მილიონი ევრო), ნორვეგიამ (20.5 მილიონი) და ავსტრიამ (10 მილიონი) შეაგროვეს.

აღნიშნულ თანხას უკრაინა სოციალურ, ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის საკითხებზე, ასევე დევნილთა დასახმარებლად გამოიყენებს. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობენ დამატებითი 500 მილიონი დოლარის მოზიდვაზე ამერიკისგან.


close დახურვა