logo
ENG



უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

06 ნოე 202618:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/06/a2p7wtrmpmd779o.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი, 437 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი მიიღო.

ზელენსკის ცნობით, უკრაინა, ასევე, გერმანიისგან ზამთრისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის მიღებისთვის ემზადება, რომელიც განსაკუთრებით ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე მუშაობს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების, IRIS-T სისტემებისა და F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის საჭირო დახმარების მიწოდების დაჩქარებაზე.

მადრიდში ვიზიტის დროს უკრაინა პირველად იყო წარმოდგენილი იბერო-ამერიკულ სამიტზე. ზელენსკის განცხადებით, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა უკრაინის პოზიცია უშუალოდ მოისმინეს და მხარდაჭერა გამოხატეს, მათ შორის, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად საჭირო აღჭურვილობით დახმარების კუთხით.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გამართა მოლაპარაკებები აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ასევე ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ზელენსკის თქმით, უკრაინა ახალი დიპლომატიური ინიციატივებისთვის ემზადება.


close დახურვა