logo
ENG



უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

17 ოქტ 202220:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/ua49ffczp8esowi.png

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.

"დღეს მოვახერხეთ ტყვეთა მორიგი მასშტაბური გაცვლა. განსაკუთრებით ემოციურია, რომ ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო ქალი ტყვეების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ", - განაცხადა მან.

მისივე ცნობით, გათავისუფლებულთაგან 37 ქალი აზოვსტალის მცველია, ასევე გათავისუფლებულია 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი. მათ შორისაა, 35 ქალი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 უკრაინის საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან. გათავისუფლებულთა შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.

ერმაკის ცნობითვე, გათავისუფლებულებს შორის არიან ქალები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე აიყვანეს ტყვედ. კერძოდ, ისინი 2019 წელს "პროუკრაინული პოზიციის" გამო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. 


close დახურვა