Украинская правда-ს ცნობით, უკრაინაში დაიღუპა საჰაერო სადესანტო პოლკის რუსი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი. ამის შესახებ, ასევე წერს რუსული სახელმწიფო ტელევიზია და რადიო კომპანია Kostroma.
სუხარევთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო მედია კიდევ ოთხი საჰაერო-სადესანტო ჯარისკაცის დაღუპვაზე წერს, საუბარია კაპიტან ალექსეი ნიკიტინზე, კაპრალ იური დეგტიარევზე, სერჟანტ ალექსანდრე ლიმონოვზე და სერჟანტ სერგეი ლებედევზე.
Украинская правда, ასევე წერს, რომ 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკი სუხარევის მეთაურობით მონაწილეობდა როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებში.
საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ცალკეული განშტოებაა და ჯარში "ელიტარულ" ქვედანაყოფად ითვლება.