უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.
დაღუპულ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები დახვდნენ. აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლები არც ახლა მისულან.
ჯამბულათ ხოფერიას გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში გადაასვენებენ.
25 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში 1 დეკემბერს დაიღუპა.