logo
ENG



უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა, უმეტესობა ქართველია

29 ივნ 202314:57
3 წუთის საკითხავი
 
AP Photo/ Efrem Lukatsky

Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ 160 დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ფორმულას ინფორმაციისთ, ამ სიის უდიდეს ნაწილს ქართველი მებრძოლები შეადგენენ, მათ შორის უმეტესი ნაწილი ქართული ლეგიონის წევრები არიან.

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. ამჟამად 33 ქვეყნიდან 160 უცხოელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში."- განაცხადა დონეცკში ე.წ. საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ბასტრიკინმა.

საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაქირავებულთა დაქირავებისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

"არაერთხელ იყო ინფორმაცია გადაცემული ჩვენი წევრებზე, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გაჟონვა ხდება წლების მანძილზე, ეს არ არის ახალი გადაცემული. ერთი წლის წინ იყო, რომ სავარაუდოდ, 30-33 კაცზე საუბარი, ვისზეც ჰქონდათ ინფორმაცია გადაცემული, დღეს ეს სია გაიზარდა 125 კაცამდე. საკმაოდ ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ. რატომ ქართული ლეგიონი? იმიტომ, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ცდილობენ ყველანაირად გვებრძოლონ, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, ფსიქოლოგიური ბრძოლა, ახლა რასაც აკეთებენ ეს არის, ფაქტობრივად, ზეწოლა ოჯახის წევრებზე."- განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა. 


close დახურვა