![2022/05/29/gf4epjgpj72c7ss.jpg](/uploads_script3/articles/2022/05/29/gf4epjgpj72c7ss.jpg)
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი ვლადიმერ ივანოვი მოკლეს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის თანამშრომელი იყო.
მანამდე ინფორმაცია გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რუსულ წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვეს. 41 წლის პოლკოვნიკი ჯერ კიდევ 25 მარტს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია პლატფორმა Getcontact-ზე, რომლებსაც ჟურნალისტები იყენებენ, მხოლოდ ახლა აისახა.
აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკ ივანოვის გარდაცვალებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებდა, თუმცა ცნობები ამის შესახებ რუსეთში პროპაგანდისტებმა გაავრცელეს.