logo
ENG



უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბრიტანეთი მზადაა, ევროპაში ჯარები განალაგოს

25 იან 202220:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/25/tinqjdm7dsgqh4x.jpg

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მზადაა, რომ NATO-ს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში ჯარები განალაგოს. ამის შესახებ თემთა პალატაში პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი უკრაინის მხრიდან "მრისხანე" წინააღმდეგობას წააწყდება. ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, ასევე, უპასუხებენ აგრესიას მკაცრი ეკონომიკური სანქციებით.

რამდენიმე თვეა რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს. დასავლეთი კი რუსეთს მტკივნეული შედეგებით აფრთხილებს. გარდა ამისა რუსეთმა NATO-ს გაფართოების შეჩერებას ითხოვს. 

აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი 8 500 სამხედრო მოსამსახურეა. NATO წევრი ქვეყნები, მათ შორის დანია, ესპანეთი, ბულგარეთი და ნიდერლანდები აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო მეტ გამანადგურებელსა და სამხედრო გემს აგზავნიან.

კიევში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ნახევარი სამშობლოში დაბრუნდება, თუმცა, როგორც ჯონსონმა თქვა, საელჩო ღიაა და მუშაობას გააგრძელებს.

21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 

აშშ-ს და NATO-ს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება NATO-ს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას, გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს მესამე ქვეყნების გადასაწყვეტი არაა. 


close დახურვა