logo
ENG



უკრაინაში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

05 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, ასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ცენტრში რადას შენობის წინ, სადაც სამთავრობო საათზე არსენი ავაკოვია დაბარებული.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უწყებაში სათანადო რეფორმებს არ ატარებს. დემონსტრანტები პოლიციელების მხრიდან ქალთა წამების ფაქტებსაც აპროტესტებენ. აქციაზე მომიტინგეებმა საბჭოთა პერიოდის მილიციის მანქანაც მიიყვანეს და საპროტესტო წარწერები გაუკეთეს.

მათი თქმით, ეს მანქანა ავაკოვის მიერ გატარებული, "წარმატებული რეფორმების" სიმბოლოს წარმოადგენს. აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, თუმცა ის სხვა მომიტინგეებმა გადაარჩინეს. 


close დახურვა