logo
ENG



უკრაინა, სამხრეთის ფრონტი - დროება

19 ივნ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

დროების გადამღები ჯგუფი კვლავ უკრაინაშია და ომში მყოფი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მდგომარეობას, ლიდერების, სამხედროების და რაც მთავარია ხალხის განწყობას გვაწვდის. დროების ჟურნალისტმა რატი მუჯირმა და ოპერატორმა შაკო ჯოხაძემ ქვეყნის სამხრეთი მოინახულეს. ოდესა-მიკოლაევი - ის ქალაქებია, სადაც ახლა მოჩვენებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. რამდენიმე დღეში იგივე მარშრუტი გაიარა უკრაინის პრეზიდენტმა - ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და ჩვენი სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი - ამ ომის კიდევ ერთი ქართველებისთვის ცნობადი მონაწილე - ვიტალი კიმი დააჯილდოვა. რა ხდება უკრაინის სამხრეთ ფრონტზე - დროების სპეციალური სიუჟეტი.


close დახურვა