logo
ENG



უკრაინა: ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში

08 ნოე 202215:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/g7jyp6t01dsutl1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში.

"რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტს ვერ გეტყვით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ ფორმატი.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბალიზე ჩასვლას.


close დახურვა