უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ 9 166 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, უკრაინული მხარე რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს:
- ტანკი - 251;
- საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა - 939;
- საარტილერიო სისტემა - 105;
- თვითმფრინავი - 33;
- ვერტმფრენი - 37;
- საავტომობილო ტექნიკა - 404;
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2 და ა.შ.
პირველი ოფიციალური ინფორმაცია დაღუპული ჯარისკაცების შესახებ რუსეთმა 2 მარტს გაავრცელეს. მათი მტკიცებით, იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 498 ჯარისკაცი.