logo
ENG



უკრაინა: რუსეთის მხრიდან დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის გარშემო მუდმივი დაბომბვა მიდის

21 ივლ 202212:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/6j049p4lpi3cm3c.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის გარშემო მუდმივი დაბომბვა მიდის.

"ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, სადაც მტერი გარღვევას ცდილობს და მთავარი მიზნისკენ მიდის - სლავიანსკსა და კრამატორსკში ბახმუტის მხრიდან," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, ბახმუტის გარშემო ათზე მეტი ლოკაცია ცეცხლის ქვეშ მოექცა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბრძოლა ნოვოლუჰანსკეს მახლობლად მდებარე რეგიონში გრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა