logo
ENG



უკრაინა: რუსული ძალები ხერსონში ევაკუაციის მსურველებს ავიწროებენ და ბლოკავენ

06 მაი 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/azhm7hdqbi2ys0w.jpg

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ხერსონის რეგიონის დატოვება სურთ, რუსული ძალები ავიწროებენ და ევაკუაციაში ხელს უშლიან.

“ქალაქიდან გასასვლელი გართულდა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოსვლას ახერხებენ, თუნდაც ავტობუსით, მაგრამ ადამიანების უმეტესობას უკან აბრუნებენ.

არის შემთხვევები, როდესაც ისინი [რუსული ძალები] საგუშაგოებზე შეურაცხყოფას აყენებენ, მამაკაცებს გაშიშვლებას აიძულებენ და მათ სხეულზე ეროვნულ [უკრაინულ] და ნეონაცისტურ ტატუებს ეძებენ” - განაცხადა ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, იური სობოლევსკიმ.

სობოლევსკის თქმით, სატელეფონო კავშირი და ინტერნეტთან წვდომა აღდგენილია, რათა ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს ოჯახებთან დაკავშირება უკრაინის სხვა ნაწილებში შეეძლოთ.


close დახურვა