უკრაინამ სამხრეთ ნაწილში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორი რეაქტორის მუშაობის განახლებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ქარხნის მეექვსე რეაქტორი მუშაობს 10%-იანი სიმძლავრით, ხოლო მეხუთე რეაქტორი მუშაობის განახლების პროცესშია.
25 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ცნობით, ოკუპანტების ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქვეყნის ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა.
ენერგოატომის ცნობით, ცეცხლი თბოელექტროსადგის მდებარე ფერფლის გროვებს გაუჩნდა, რომლების ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსთან მდებარეობს. შედეგად კი დაზიანდა ის ელექტროხაზები, რომელიც სადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებდა.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქვეყანაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს გამოიმუშავებდა.