logo
ENG



უკრაინა რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის 9 000-ზე მეტ ფაქტს იძიებს

01 მაი 202217:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/kogphfdz8r3lo52.png
ფოტო: Unian

უკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყანაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის 9 000-ზე მეტ ფაქტს იძიებს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ აღნიშნა, ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციაზე და ყველა მონაწილე პასუხისგებაში მიეცემა.

ვენედიკტოვას თქმით, ყოველდღიურად უკრაინაში ჩნდება ახალი სამხედრო დანაშაულის ფაქტები, რაც შემდგომში გამოძიების დაწყების საბაბს იძლევა. საუბარია მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე, დაბომბვაზე, ზრდასრული მოქალაქეებისა და ასევე ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე ოკუპანტების ტერიტორიაზე.


close დახურვა