logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსების 5 სამხედრო საწყობი, რამდენიმე ბაზა და შტაბი

25 სექ 202223:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/b4djxa69e4v4rfi.png

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ოლქსა თუ რეგიონში რუსი ოკუპანტების ბაზები, შტაბები და საწყობები გაანადგურეს. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.

როგორც ბრატჩუკი ამბობს, უკრაინელმა სამხედროებმა მოახდინეს რამდენიმე ბაზის და შტაბის დემილიტარიზაცია, გაანადგურეს 5 საწყობი.

"რუსების საბრძოლო მასალების საწყობები განადგურდა ალჩევსკში, სკადოვსკში, ხერსონისა და ბერისლავსკის რაიონებში, ასევე ზაპოროჟიეში - კერძოდ, ტოკმაკსკის რაიონში. უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსების ბაზას სკადოვსკის რაიონში, გაანადგურეს შტაბი სნიგირევსკის რაიონში და სამეთაურო პუნქტი ბერისლავის რაიონში", - თქვა ბრატჩუკმა.


close დახურვა