logo
ENG



#უკრაინისთვის - 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

26 თებ 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
#უკრაინისთვის - 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

დღეს, 26 თებერვალს თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან. 

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში გაიმართა გუშინაც, 25 თებერვალს. აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში არ ჩაერთვება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რუსეთის ქმედებები უკრაინაში.


close დახურვა