logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე წარმატებულ შეტევას ახორციელებენ

05 სექ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/blgw3ehqp5cwaay.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.

"თავდაცვის ძალები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ. რობოტინოს მიმართულებით, ნოვოპროკოპოვკაში ისინი წარმატებას აღწევენ.

რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, შეტევა ქალაქის სამხრეთით გრძელდება. აქ მტერი სამხედრო პერსონალისა და საბრძოლო აღჭურვილობის დანაკლისს განიცდის, რის გამოც ისინი რეზერვებს იყენებენ", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 265 680 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აცახდებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა