![2022/08/10/nxrddwar1plycgd.jpg](/uploads_script3/articles/2022/08/10/nxrddwar1plycgd.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევის განახლება სურს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება.
გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა არტილერიითა და ტანკებით კონსტანტინოვკას, ბახმუტის, ივანო-დარიევკას, პოკროვსკოეს, ზაიცევოეს, კოდემას, კურდიუმოვკას, სოლედარის, იაკოვლევკასა და ვერშინას დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
"მტერი ცდილობს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით განაახლოს, ბრძოლა გრძელდება. მტერი მინერალნოე-ავდიივკასა და სპარტაკ-ავდიივკას მიმართულებებს უტევდა, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა, ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.