უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 161 520 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3492
- ჯავშანტექნიკა - 6799
- საარტილერიო სისტემა - 2528
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 502
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 262
- თვითმფრინავი - 304
- ვერტმფრენი - 289
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2132
- ფრთოსანი რაკეტა - 907
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5377
- სპეცტექნიკა - 257
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.