უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 910 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3802
- ჯავშანტექნიკა - 7472
- საარტილერიო სისტემა - 3460
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 575
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 333
- თვითმფრინავი - 313
- ვერტმფრენი - 298
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3124
- ფრთოსანი რაკეტა - 1107
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6230
- სპეცტექნიკა - 454
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.