უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2466
- ჯავშანტექნიკა - 5093
- საარტილერიო სისტემა - 1455
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 344
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 177
- თვითმფრინავი - 266
- ვერტმფრენი - 233
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1067
- ფრთოსანი რაკეტა - 246
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3862
- სპეცტექნიკა - 135
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.