უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 90 600 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2917
- ჯავშანტექნიკა - 5886
- საარტილერიო სისტემა - 1906
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 395
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 210
- თვითმფრინავი - 280
- ვერტმფრენი - 263
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1572
- ფრთოსანი რაკეტა - 531
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4472
- სპეცტექნიკა - 163
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.