უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთში სულ მცირე 12 კომისარიატი დაწვეს.
გენშტაბის წარმომადგენელი ალექსეი გრომოვი ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 კომისარიატი დაწვეს: როსტოვში, რიაზანში, ვოლგოგრადში და ომსკში.
გრომოვის თქმით, რუსეთი ცდილობს დანაკარგების შევსებას, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმში დისლოცირებისთვის.
ცნობისთვის, 24 თებერვლიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 28 500 სამხედრო დაკარგა.