logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთი "ზავის" მიუხედავად აგრძელებდა დაბომბვას

08 იან 202311:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/08/52wmccg2caxyba6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო დარტყმა, 3 საჰაერო და 40 MLRS შეტევა განახორციელა. თავდასხმების სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი.

დაიბომბა 16 დასახლებული პუნქტი, მათ შორის სტელმახოვკას, მაკეევკას, ბელაგოროვკას [ლუჰანსკის ოლქი] რაიონები. ასევე, როზდოლოვკა, დოლედარი, ბახმუტი, ზალიზნე, პერვომაისკოე, ვოდიანოე, პობედა [დონეცკის ოლქი].

5 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა


close დახურვა