logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს

16 ოქტ 202216:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/95ppukzgdlggw86.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს.

"უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები კრამატორსკის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით მოიგერიეს. კერძოდ, თავდასხმები მოიგერიეს ტორსკოეს, სპირნეს, ბერესტოვოს, სოლედარის, ბახმუტის, მარინკას, პობედას და ნეველსკოეს დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალები ცდილობენ შეიკავონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, შეზღუდონ თავდაცვის ძალების მოქმედება გარკვეული მიმართულებით და ასევე შეტევითი ოპერაციები განახორციელონ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული ძალების მხრიდან განხორციელდა 60-მდე შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მტრის დარტყმების შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა