logo
ENG



უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

11 ივნ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. უწყებაში შესვლისას ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცის, რის გამო იბარაბენ.

ცნობილია, რომ დოლგოვი სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო დაიბარეს. საკითხზე დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა.

მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის და საკუთარი აზრის გამოხატვა ნებისმიერ საკითხზე შეუძლია.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა, სააკაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.


close დახურვა