logo
ENG



უკრაინის ეროვნული პოლიცია: დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ყველა მცხოვრები ევაკუირებულია

04 ნოე 202211:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/tdzz04vx4pvuvbg.jpg

უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ქალაქი მარინკა რუსი ოკუპანტების მხრიდან ყოველდღიურად იბომბება. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ მეზობელ კრასნოგოროვკაში კვლავ რჩება 800 მცხოვრები და ამასთან, რუსები ქალაქაქს ყოველდღე ბომბავენ.

უკრაინის ცნობით, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ფრონტის ხაზის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან და სოფლებიდან.

უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე 22 000 უკრაინელია ევაკუირებული.

პარალელურად, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. "ადმინისტრაცია" ახორციელებს ხალხის იძულებით "ევაკუაციას". ისინი დეპორტირებული არიან დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.


close დახურვა