logo
ENG



უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

16 დეკ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/9t06iqc436jzq68.png

16 დეკემბრის დილას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ნიკოლაივის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი ოკუპანტების მიერ 60-მდე რაკეტის გაშვებას იუწყება.

"პირველი რაკეტები შემოდის. ველით 60-მდე რაკეტას", - აცხადებს კიმი.

საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. 8:10 საათზე განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში.

8:15 საათისთვის სირენების ხმა 16 რეგიონში ისმოდა, 8:33 საათისთვის კი საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით X-101-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.


close დახურვა