logo
ENG



უკრაინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვია

08 მარ 202417:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/ge4ye839dnqvu8f.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერები მიმდინარე ომს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

რუსეთმა ივლისში დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა თავის პორტებში მარცვლეული უსაფრთხოდ გადაეტანა. ანკარა ცდილობს, რომ მოსკოვი შეთანხმებაში დააბრუნოს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ დაინტერესებული არაა.


close დახურვა