logo
ENG



უკრაინის პროკურატურა რუსი ჯარისკაცისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

19 მაი 202217:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/rlkoc8dptq1uu3a.jpg

უკრაინის პროკურატურა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა რუსი ჯარისკაცისთვის, რომელმაც სუმის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. 21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ. შიშიმარინი დანაშაულს აღიარებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაღუპული მოქალაქის ცოლის მოსაზრებას დაეყრდნო. მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროსთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს, მაგრამ ამავე დროს, არაა წინააღმდეგი, რომ აზოვსტალის მეომრებზე გაცვალონ.

"რატომ მოხვედით, ვისგან დასაცავად, ჩემი ქმრისგან დამიცავით, რომელიც მოკალით", - იკითხა ქვრივმა.

"ვაღიარებ, რომ თქვენ მე ვერ მაპატიებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ", - თქვა რუსმა სამხედრომ.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. 

იგი ამბობსრომ სროლა მას პრაპორშჩიკმა და მისთვის უცნობმა პირმა უბრძანეს, რომელიც მასთად ერთად მანქანაში იყვნენ. 


close დახურვა