უკრაინის საარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაციას ცდილობს. ამ საკითხზე დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია. ეს ემსახურება იმას, რომ მიბაძონ საბჭოთა რეჟიმს, შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავიანთი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან“,- განაცხადა კულებამ.
ასევე, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადეს, უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია მეორე მსფოიო ომზე დიდი ხანია გრძელდება.
„ისტორიული ჭეშმარიტების უგულებელყოფა და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობით მანიპულირება გვაიძულებს გავიხსენოთ, რა ხდებოდა ევროპაში 1930-იან წლებში. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ვისწავლოთ“, - აცხადებს კულება.
დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება.