უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 10 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 10 მათგანი გაანადგურა.
უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკივის რეგიონებში ჩამოვაგდეთ. რუსულმა საოკუპაციო არმიამ დრონები ოკუპირებული ყირიმიდან და ქალაქ კურსკიდან გაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.