logo
ENG



უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე მოკლეს

08 თებ 202416:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/08/cs5e2slbs355b4v.jpg

უკრაინის, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე, ვიტალი ჟურავლიოვი მოკლეს. 8 თებერვალს ჟურავლიოვის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მომხდარზე ოფიციალურ ვერსია ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. "უკრაინსკაია პრავდას" წყარო ირწმუნება, რომ ძირითადი ვერსიებიდან ერთ-ერთი ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფთან ვიცე-მერის კონფლიქტს უკავშირდება.

ნიკოპოლი პრონტის ხაზთან ახლოს მყოფი ქალაქია, რომელიც მდინარე დნიპროს სანაპიროზე მდებარეობს, ქალაქ ენერგოდარში რუსული არმიის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოპირდაპირედ. ნიკოპოლი არაერთხელ გამხდარა რუსული არმიის სარაკეტო იერიშის ობიექტი.


close დახურვა