ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების 3 რაკეტა ჩამოაგდეს.
როგორც მარჩენკომ აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალები დღეს ღამე ცდილობდნენ უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, თუმცა უკრაინულმა მხარემ ისიც ჩამოაგდო.
"ცოტა ხნის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის რაიონის თავზე 3 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყო გამოშვებული. მადლობა ჩვენს სამხედროებს უბადლო მუშაობისთვის", - თქვა მარჩენკომ.