logo
ENG



უკრაინის ცნობით, დონეცკის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა 80%-ით დაზიანდა

14 ოქტ 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/x8c2g1s81e7dw7h.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის ლიმანისა და სვიატოგორსკის დეოკუპირებულ თემებში სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მხოლოდ მეხუთედი გადარჩა.

"დეოკუპირებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 80% ან მეტი არის განადგურებული. სვიატოგორსკი, ლიმანი - ეს ორ თემში 80%-ზე მეტია. ეს არის თითქმის 50 დასახლება," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბევრი კერძო სახლი მთლიანად განადგურდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები ამ სახლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოდგომის კონტრშეტევის დაწყებამდე, უკრაინა რეგიონის ტერიტორიის 45%-ს აკონტროლებდა, 26 სექტემბრის მდგომარეობით კი ტერიტორიის 50%-ს.


close დახურვა