ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ძალები ხარკივის რეგიონზე მორიგი შეტევისთვის ემზადებიან.
"ჩვენ ამისთვის 24 საათის განმავლობაში ვემზადებით, ვმუშაობთ ჩვენი საზღვრების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე," - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.