logo
ENG



უკრაინის ცნობით, ხერსონის დეოკუპაციის დროს რუსებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

26 ნოე 202218:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/d6125wurodsjmp3.jpg

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ხერსონის დეოკუპაციის დროს რუსებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"ყოველდღიური რუსული დაბომბვა ანადგურებს ქალაქს და ღუპავს მშვიდობიან მოსახლეობას. მთლიანობაში, დეოკუპაციის დროს, რუსეთმა ხერსონის რეგიონში 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა", - თქვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა.

კლიმენკოს თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციის 7 დანაყოფის მუშაობა უკვე განახლდა, მათგან 4 თავად ხერსონშია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რეგიონის ცენტრალურ ქუჩებში 44 პატრული მორიგეობს, ხერსონის ტერიტორიაზე კი 850 პოლიციელი მსახურობს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაათვალიერეს რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორიების თითქმის 450 ჰექტარი და 3500-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი ამოიღეს.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა