logo
ENG



უკრაინის ძალებმა რუსეთის 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს, 2 გენერალი დაიღუპა

23 აპრ 202218:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/etsnq17gixgos17.jpg
Reuters

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დირექტორატის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 22 აპრილს რუსული საოკუპაციო ძალების 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს.

უკრაინის ძალების ოპერაციის შედეგად დაიღუპა 2 რუსი გენერალი, 1 კი მძიმედ დაშავდა.

უწყების ცნობით, პოსტი ხერსონის რეგიონში საბრძოლი ხაზის სიახლოვეს მდებარეობდა.

მომხდარს ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩიც.

„ჩვენ გავანადგურეთ სამხედრო დანაყოფის შტაბი ხერსონის რეგიონში. იქ 50-მდე უმაღლესი რანგის რუსი ოფიცერი იყო. უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ, მაგრამ აფეთქება ხმამაღალი იყო“ - განაცხადა არესტოვიჩმა.


close დახურვა