logo
ENG



უკრაინის ხელისუფლება ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ევაკუაციას სთავაზობს

22 ნოე 202209:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/iwtkou9grt3l8rv.jpg

უკრაინის ხელისუფლება ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას სთავაზობს. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

ვიცეპრემიერის თქმით, ევაკუირებულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით თავშესაფრებში, ჰუმანიტარული დახმარებით, საკვებითა და სამედიცინო დახმარებით.

"მივმართავ ხერსონის მოსახლეობას. კერძოდ, მოქალაქეების დაუცველ კატეგორიებს: ბავშვებიან ქალებს, მოხუცებს, ავადმყოფებს - ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაცია. მთავრობა გთავაზობთ უფასო ევაკუაციას კრივი-რიჰში, მიკოლაივსა და ოდესაში, შესაძლო შემდგომი გადაადგილებით კიროვოგრადის რეგიონში, ხმელნიცკის რეგიონში ან უკრაინის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში", - აცხადებს ვერეშჩუკი.


close დახურვა