უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდით დატვირთული გემი, რომელმაც ოდესის პორტი გუშინ, 1-ელ აგვისტოს დატოვა, უკვე ბოსფორის სრუტეშია.
"სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია", - ამბობენ თურქეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესორ ქვეყანას უკრაინული მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა დაბლოკილი ჰქონდა, თუმცა, თურქეთის შუამავლობით, რუსეთი ექსპორტის განბლოკვას დათანხმდა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინას, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალს და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.
23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.
27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.