logo
ENG



უკრაინის ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილმა სამმა პორტმა ფუნქციონირება დაიწყო

27 ივლ 202215:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/9zdtyui97xqbxuu.jpg

უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ცნობით, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

უწყების ცნობით, მარცვლეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც უკრაინულ პორტებზე მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს, მუშაობა განახლდა ოდესის, ჩერნომორსკისა და „სამხრეთის“ პორტებში. აქ გემების შესვლა და გამოსვლა ქარავნის პრინციპით მოხდება, საზღვაო ხომალდების ჯგუფს წინამძღოლი გემი ეყოლება.

უწყების ცნობით, საბოლოო მიზნის - უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის მისაღწევად, ახლა სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ერთად მუშაობენ.

„იმისთვის რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს ნავიგაციის ცენტრის, უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ჰიდროგრაფიისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და „ოდესის დასახლების სახელმწიფო ჰიდროგრაფიის“ ინსტიტუტის სპეციალისტები ერთად მუშაობენ“ - წერია განცხადებაში.

ჰიდროგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, იგორ ტიმჩუკის თქმით, ისინი ახლა ოდესის რეგიონში უსაფრთხო გადაადგილებისთვის სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მხარდაჭერაზე მუშაობენ. შედეგად კი შეიქმნება უსაფრთხო მარშრუტი იმ გემებისთვის, რომლითაც უკრაინული მარცვლეულს გადაიტანენ.

უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები ახლა იკვლევენ წყალქვეშა საგნებს, ამონტაჟებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ასევე მიმდინარეობს ჰიდროგრაფიული კვლევაც, რითაც განისაზღვრება წყლის სიღრმე, უახლოესი არხები და რეკომენდებული მარშრუტები.

„ამრიგად, როგორც ვხედავთ, იმის მიუხედავად რას მოიმოქმედებს აგრესორი, ჩვენი ჯარი ყველა მიმართულებით აგრძელებს თავისი საქმის კეთებას, კონკრეტულად ტრანსპორტირების ფუნქციონირების აღდგენას, რათა თავიდან ავირიდოთ სურსათის გლობალური კრიზისი“ - წერია უწყების განცხადებაში.

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

 

close დახურვა