logo
ENG



უკრაინული მხარე აცხადებს, რომ "აბლაბუდას" ფარგლებში 41 რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს

03 ივნ 202522:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/03/2tajeipm5qq52tk.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 1 ივნისის სპეციალური ოპერაციის ["აბლაბუდა"] შედეგად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სამხედრო აეროდრომებზე 41 თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები და საბრძოლო ავიაცია.

დღეის, 3 ივნისის, მდგომარეობით ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე 81 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, ხოლო სუმის ოლქში მტერმა არტილერიითა და ავიაციით 10-ზე მეტი სოფელი დაბომბა.

უკრაინის ძალები აგრძელებენ მტრის თავდასხმების მოგერიებასა და პოზიციების დაცვას. უკრაინის გენშტაბის თქმით, ბრძოლა გრძელდება როგორც ფრონტზე, ისე რუსი დამპყრობლების ლოგისტიკურ ზურგში.


close დახურვა