საქართველოს მოქალაქეებმა სამუშაო ადგილები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთშიც დაკარგეს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთი მოცემულობაა.
თურქეთის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა, ავღანელებმა და უზბეკებმა ჩაანაცვლეს. ხელისუფლება ყველაფერს კორონას აბრალებს და საერთოდ არ ახსოვთ ის, რასაც დაჰპირდნენ მოქალაქეებს 2012 წელს.
რა ქნან ადამიანებმა? ბათუმში აქციაც კი გამართეს თურქეთის და შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა. ისინი კომპენსაციას, სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვდნენ. სუბსიდირებით შორს ვერ წავალთ, ვერც ამხელა სოციალურ დატვირთვას გაუძლებს ბიუჯეტი. გამოსავალი, უბრალოდ, დაპირებების შესრულებაა. ახლა რომ ის ქარხნები გუგუნებდეს, რომლებიც ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ოცნებებში აუშენა, თურქეთში წასვლა-არწასვლის ამბავი არავის გაახსენდებოდა.